16:20 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-21 12:31:50, 1031 ნახვა

პოლიტიკა
ბრაიზა: თუ ანაკლიის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი, რომ „ვითომ“ სუვერენული სახელმწიფო ხართ

თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს  იმის ნიშანი იქნება, რომ საქართველოს ნამდვილი კი არა, ეფემერული დამოუკიდებლობა აქვს, რომ თქვენ  ვითომ-სუვერენული სახელმწიფო ხართ. ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა, - ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ IWPR- თან ინტერვიუს დროს  განაცხადა.

ბრაიზა მიიჩნევს რომ ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანია როგორც ეროვნული უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური კუთხითაც.

„ანაკლიის პორტი სტრატეგიულად საქართველოსთვის თამაშის წესებს ცვლის. ის საქართველოსთვის წარმოადგენს მთელი მსოფლიოდან ფართომასშტაბიანი გადაზიდვების განხორციელებაზე პირდაპირი წვდომის საშუალებას.

ცხადია, ამ პორტს გავლენა ექნება ეროვნულ უსაფრთხოებაზეც, მაგრამ არანაკლებ გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე.

მაგალითად, აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში სხვადასხვა მასალის, საკვებისა და სხვა სამხედრო ტვირთის მისაწოდებლად შესაძლოა, ნაცვლად თურქული პორტისა, როგორიცაა მერსინი, ანაკლიის პორტის გამოყენება განიხილონ.

ასე რომ, პორტის ასენების შემდექ იქნება მეტი ბიზნესი, გაცილებით მეტი ეკონომიკური აქტივობა, რაც გააძლიერებს საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. პორტი ასევე ჩამოაყალიბებს საქართველოს, როგორც გლობალურ სავაჭრო ჰაბს, რაც შესანიშნავი იქნება მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისა და ზოგადი უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით“, - განაცხადა ბრაიზამ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics