09:39 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-21 11:49:55, 690 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს CENN-ის მწვანე ბანაკის „წყალი და ადამინის უფლებები“ მონაწილეები ესტუმრნენ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს CENN-ის მწვანე ბანაკის „წყალი და ადამინის უფლებები“ მონაწილეები ესტუმრნენ.

სტუმრებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა იმ აქტივობებზე, რომელშიც მოსწავლეებს სამომავლოდ შეეძლებათ ჩართვა და ცენტრთან თანამშრომლობა. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო  თემას კლიმატის ცვლილების გავლენა წყლის რესურსებზე, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა მოისმინეს კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსის კახაბერ მდივანის პრეზენტაცია “კლიმატის ცვლილების გავლენა წყლის რესურსებზე საქართველოს რეგიონების მაგალითზე”. მწვანე ბანაკის მონაწილეებმა ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ასევე იმსჯელეს  გარემოს დაცვისა და ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების,  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და  საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესებისა და ვადების შესახებ. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ბანაკის მონაწილეებმა  მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

მწვანე ბანაკის მიზანია გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics