07:17 - 22 Oct, 2026
|
2015-07-09 18:08:09, 556 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა აჭარის მთავრობის მეთაურთან, არჩილ ხაბაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, დავით ბალაძესთან. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აჭარის რეგიონში მიმდინარე პროექტები განიხილეს და ბოლო ორი კვარტლის მონაცემები შეაჯამეს. საუბარი შეეხო ტურისტული სეზონის საკითხებს და მასთან დაკავშირებულ სიახლეებს. აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა პრემიერ–მინისტრს საინვესტიცო პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)