09:39 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-20 19:33:40, 1148 ნახვა

საზოგადოება
„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“: არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება, ჟურნალისტთა გათავისუფლებით იწყება

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ ტელეკომანია „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

განცხადების თანახმად, რომ ჟურნალისტთა გათავისუფლებით იწყება არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება.

„დღეს, 2019 წლის 20 აგვისტოს, პაატა სალიას მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, საინფირმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გაათავისუფლა, გიორგი გაბუნიას, გიორგი ლაფერაშვილს, ნანუკა ჟორჟოლიანსა და ეკა კვესიტაძეს კი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გაათავისუფლებს.

ტელეკომპანიის თანამშრომლები დირექტორის შეცვლის შემდგომ საუბრობდნენ იმ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა სარედაქციო დამოუკიდებლობისა და შრომითი უფლებების თვალსაზრისით შექმნოდათ. დღეს კი ეს მოლოდინი გამართლდა. კოალიციას მედიის ადვოკატირებისათვის მიაჩნია, რომ ჟურნალისტთა გათავისუფლებით იწყება არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება.

ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საჯარო რეეტრში 2019 წლის 16 აგვისტოს დარეგისტრირდა განცხადება რუსთავი 2-ში პროფესიული კავშირების შექმნის თაობაზე, რომლის ერთ-ერთ დირექტორადაც არხის საინფორმაცი სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე იყო მიათითებული.

კოალიციას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია არ მოხდეს ჟურნალისტების სარედაქციო საქმიანობაში ან შემოქმედებით პროცესში ჩარევა და ცენზურა. ამასთან, აუცილებლად უნდა იქნას დაცული ჟურნალისტთა შრომითი უფლებები. კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ვაკვირდებით "რუსთავი 2"-ში განვითარებულ მოვლენებს და გამოვთქვამთ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, დავიცვათ ჟურნალისტთა შრომითი უფლებები“, - ნათქვამია განცადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;  მედიაკლუბი; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;  ღია საზოგადოების ფონდი; რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;  ლიბერალური აკადემია თბილისი;  საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;  სატელევიზიო ქსელი;  საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია;  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics