2019-08-20 18:47:11, 1164 ნახვა
პოლიტიკა
ადმინისტრაცია - პრეზიდენტი, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან მუშაობდა
პრეზიდენტი, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან მუშაობდა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ადმინისტრაციის თანახმად, ზურაბიშვილმა შვებულება თავის შვილებთან ერთად ქალაქგარეთ გაატარა.
„პრეზიდენტი თავის შვილებთან ერთად ქალაქგარეთ იყო გასული. ის როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას, კონტაქტში იყო თავის ადმინისტრაციასთან, საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებებთან და თავის უცხოელ კოლეგებთან. მოგეხსენებათ თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით ეს შესაძლებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან