2015-07-09 17:21:44, 635 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი ხვალ 2.2468 ლარი ეღირება
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ხვალ 1 დოლარი 2.2468 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2461 ლარადაა შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 2.4787 ლარი ეღირება. დღეს კი, მისი შეძენა 2.4752 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან