16:20 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-20 15:17:50, 1178 ნახვა

პოლიტიკა
ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა  საქართველოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ.

ამის შესახებ „ექპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც ლიეტუვის სეიმის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, დოკუმენტს სეიმის სხვადასხვა ფრაქციათა 13 წევრმა მოაწერა ხელი, კერძოდ, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ იუოზას ბერნატონისმა, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და ვიცე-პიკერმ  გედიმინას კირკილასიმ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა, სეიმის წევრებმა ჟიგიმანტას პავილიონისმა, აუდრონიუს აჟუბალისმა, ლაურინას კაჩშიუნასმა, მანტას ადომენასმა, ემანუელის ზინგერისმა, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმა, რუტა მილიუტესმა, ეგიდიუს ვარეიკისმა, აუშრინე არმონაიტემ, ასევე მმართველი პარტიის „მწვანეთა და ფერმერთა კავშირის" თავმჯდომარემ რამუნას კარბაუსკისმა.

სეიმის წევრთა 13 კაციანი ჯგუფი კიდევ ერთხელ გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს, რუსეთის ფედერაციას დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, შეწყვიტოს უკანონო მოქმედებები საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ და სრულად შეასრულოს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები.

სეიმის წევრთა ჯგუფის განცხადებაში დაფიქსირებულია მოთხოვნა გაუქმდეს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონების „დამოუკიდებლობის" უკანონო აღიარება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაშვებულ იქნან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და  ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლები. განცხადება ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას კვლავ აქტიურად იმოქმედოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე.

ლიეტუვის სეიმის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალაში ასევე აღინიშნება, რომ პარლამენტართა ჯგუფმა  საჯარო განცხადება მოამზადა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული პროვოკაციების ფონზე, ოკუპირებულ ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონის გუგუთიანთკარში უკანონო ბარიერების აღმართვის, საცხოვრებელ ადგილებზე და მათ გარშემო ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების, აძვისთავის და ახალუბნის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების, რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობის შემდგომი დესტაბილიზაციის შემდეგ.

განცხადებაში ასევე დაფიქსირებულია, რომ  თერთმეტი წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქმედებების დროს ოკუპირებული იქნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონები, ხოლო აგრესიული სამხედრო ქმედებები და სხვადასხვა პროვოკაციები დღემდე ხორციელდება.

 

აღსანიშნავია, რომ არსებულ მდგომარეობას ასევე გამოეხმაურა ლიეტუვის სეიმის წევრი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ჟიგიმანტას პაილიონისი: „ლიეტუვა ყოველთვის წარმოადგენდა საქართველოს ძირითად მოკავშირეს დასავლეთში .. 11 წლის წინ აგვისტოში, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენც ვიყავით ერთადერთი, რომელთაც ვცადეთ დაგვერწმუნებინა ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნები, არ მიეტოვებინათ საქართველო მარტო, სამწუხაროდ, მაშინ დასავლეთმა ჩვენი ხმა ვერ გაიგო და გვიან მოახდინა რეაგირებაც - მხოლოდ უკრაინის ოკუპაციის შემდეგ. არ შეიძლება რუსეთს მივცეთ ნება, კვლავ გააგრძელოს ჩვენი მოკავშირეების მიმართ პროვოკაციები. ყველანი ვალდებული ვართ რეაგირება მოვახდინოთ საქართველოში მდგომარეობის დესტაბილიზაციის მცდელობებზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს საკითხი განხილული იქნება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვაში მომავალი  ვიზიტის დროს, როცა ის მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტის ვალდას ადამკუსის სახელობის  მესამე კონფერენციაში", - აღნიშნა პავილიონისმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics