09:38 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-20 11:48:54, 877 ნახვა

საზოგადოება
ისნის რაიონში, შირაქის ქუჩის N11-ში ახალი სკვერი მოეწყო

ისნის რაიონში, შირაქის ქუჩის N11- ის მიმდებარედ ახლი სკვერი მოეწყო. პროექტი ისნის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის თხოვნით განახორციელა.

საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებულ ტერიტორიაზე,  ფერადი დეკორატიული ფილებით მოეწყო საფეხმავლო ბილიკები,  დაიდგა დასასვენებელი საბაღე სკამები, სანაგვე ურნები, დამონტაჟდა სასმელი წყლის შადრევანი, დაიდგა ჩოგბურთის სათამაშო მაგიდა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე, სადაც დამონტაჟდა მრავალფეროვანი გასართობი ატრაქციონი ე. წ. „გემი“.

ავლაბარში, შირაქის ქუჩის N11 - ში ახლადმოწყობილი სკვერი, ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნა. 

„დღეს ავლაბარში ერთ-ერთი საუკეთესო სკვერი გავხსენით, რაც მოსახლეობის თხოვნით გაკეთდა. ეს არის გამორჩეული დიზანის, თანამედროვე ტიპის რეკრეაციული სივრცე, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანის დასვენებისა და გართობისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი.  სკვერის განსაკუთრებული ხიბლი, ბავშვებისთვის საყვარელი ატრაქციონი ე. წ. „გემი“ და ჩოგბურთის სათამაშო მაგიდაა, რომელიც მაცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინებით გაკეთდა.  ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა“, - აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.

სკვერის მოწყობის სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან  258 146 ლარით დაფინანსდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics