15:24 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-20 11:34:03, 1282 ნახვა

პოლიტიკა
მურატ ჯიოევი: გუგუტიანთკარში მიმდინარე სასაზღვრო სამუშაოები საქართველოს ტერიტორიასთან არ იკვეთება

საქართველოს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არაერთხელ შეეძლოთ დარწმუნებულიყვნენ, რომ  გუგუტიანთკარში მიმდინარე სასაზღვრო სამუშაოები არსად იკვეთება საქართველოს ტერიტორიასთან - ამის შესახებ ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა, პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, მურატ ჯიოევმა განაცხადა.

ჯიოევი გუგუტიანთკარში ქართული მხარისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩასვლასა და პროტესტს კარგად დადგმულ სპექტაკლს უწოდებს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაქცევად იმართება.

 „ეს არის კარგად დადგმული სპექტაკლი, რომელიც სახელმწიფო საზღვრის ხან ერთ, ხან მეორე ნაწილში თამაშდება.  ამ სპექტაკლის მიზანი, საქართველოს მხრიდან  საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევაა“, - განაცხადა ჯიოევმა.

მისი სიტყვებით, პროტესტს, რომელიც საქართველოს მთავრობისა  და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებზე ისმის, „არავითარი კავშირი არ აქვს სტაბილურობაზე ზრუნვასთან საზღვრისპირა ტერიტორიებზე".

ჯიოევის მტკიცებით,  საქართველოს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არაერთხელ შეეძლოთ დარწმუნებულიყვნენ, რომ "აღნიშნული სამუშაოები არსად იკვეთება საქართველოს ტერიტორიასთან".

"საიდუმლო არავისთვის იყო, რომ სამხრეთ ოსეთი საზღვრის მონიშვნას ცალმხრივად ახორციელებს, რადგან ქართული მხარე თანამშრომლობაზე არ მოდის"- აცხადებს ჯიოევი. 

საქართველოს 8 მოქალაქის გატაცების ფაქტზე ჯიოევი ამბობს, რომ აღნიშნულმა პირებმა, რომლებიც არაფხიზელ  მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ავტომანქანებით მასობრივად დაარღვიეს "საზღვარი".

"იქ შესაბამისი სასაზღვრო ნაგებობა რომ ყოფილიყო, სახელმწიფო საზღვარი არ დაირღვეოდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისმა მაშინვე აცნობა მსოფლიოს ადამიანების გატაცებაზე, ამ ადამიანებმა საკუთარი ნებით დაარღვიეს ეს საზღვარი“, - ამბობს ჯიოევი.

 

ინფორმაციას cominf.org  ავრცელებს.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics