2019-08-19 18:46:02, 1275 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის პრეზიდენტი: საქართველოსა და ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთს“ შორის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას ვგმობთ
ვგმობთ საქართველოსა და ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთს“ შორის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას“, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
ესტონეთის პრეზიდენტმა საოკუპაციო ხაზზე უკანონო ბარიერების აღმართვის პროცესის განახლება დაგმო.
„დღეს ვესაუბრე ზურაბიშვილს რათა დამედასტურებინა, რომ ესტონეთი გმობს საქართველოსა და ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთს“ შორის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას. საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეეგუება საქართველოს ნაწილობრივ ოკუპაციას“, - წერს კერსტი კალიულაიდი.

ფოტო: Twitter
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან