|
2019-08-19 16:44:27, 1367 ნახვა
საზოგადოება
ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ფარგლებში ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში ტრენინგები იგეგმება
თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი „ღამის ლაბორატორიის“ ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, ბიზნეს აქსელერატორ „სპარკთან“ ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს უფასო ტრენინგების სერიას ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში. ღონისძიება ორდღიანია და 22-23 აგვისტოს, 19:00 საათზე, ცოტნე დადიანის N164-ში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე „სპარკში“ გაიმართება. ღონისძიების სამიზნე ჯგუფი ტურიზმის, კვების ობიექტების, გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები არიან. ტრენინგის მეშვეობით, მათ მიეცემათ საშუალება, განავითარონ მომსახურების ხარისხი, გაიგონ როგორ მუშაობს ციფრული და ონლაინ მედიამარკეტინგი და ისწავლონ სოციალური მედიის მიზნობრივად გამოყენება.
საკონტაქტო პირი: ქეთა დათუკიშვილი - ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის კომუნიკაციების მენეჯერი მობ: +995 (595) 05 11 05 ელ-ფოსტა: keta.datukishvili@gmail.com
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)