04:45 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-09 16:06:08, 435 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ისრაელის ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს შეხვდა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ხაბაძემ და იუვალ ფუქსმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ხაბაძემ სტუმარს რეგიონში მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ასევე ებრაელი ინვესტორებისთვის საინტერესო მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება.

„ყოველთვის მიხარია ბათუმში სტრუმრობა. პირველად არჩილ ხაბაძეს 2 წლის წინ შევხვდი, მას შემდეგ რეგიონში ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით პროგრესი შეიმჩნევა.  ჩვენ დაინტერესებული ვართ ტურიზმითა და სოფლის მეურნეობით, რაშიც აჭარას დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ ვისაუბრეთ ქართველებსა და ებრაელებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე, ინვესტიციებზე. ვფიქრობ, წელს ბევრი ებრაელი ტურისტი ეყოლება ბათუმს“, - განაცხადა იუვალ ფუქსმა შეხვედრის შემდეგ.

ისრაელის ელჩმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ისრაელში მიიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics