15:25 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-19 14:22:08, 1133 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს

 „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო საფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

ამის შესახებ დეპუტატმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ მალევე დაიწყო.

„სუს-ში ჩემი დაბარება ეხება ჩემს საქმიანობას, წინა სამსახურს, საქართველოს ფოსტას, სანამ პარლამენტის წევრი გავხდებოდი. იქ, მე ვიყავი დირექტორის მოადგილე, აქედან გამომდინარე გამაჩნდა კონკრეტული პასუხისმგებლობები და კომპეტენციები, შესაბამისად, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ჩემს საქმიანობას ვახორციელებდი. ახლა მე ვარ პოლიტიკოსი და აქედან გამომდინარე, ჩემი მთავარი პრინციპია, რომ პოლიტიკოსი უნდა იყოს მაქსიმალურად საჯარო და მთავარი რაც არის, რომ მე მაქვს პოლიტიკაში ჩემი პრინციპები, ჩემი თავისუფლების ხარისხი და ვცდილობ, რომ ეს რაც შეიძლება მაღალი ხარისხი იყოს. პოლიტიკაში ჩემი საქმიანობა ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ეს არის, მე ვარ ვაკის მაჟორიტარი, შემდგომ გავხდი ფრაქციის თავმჯდომარე 2018 წელს, შემდგომ კი, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და ამ რანგში არასდროს ჩემი პრინციპებისთვისა და ჩემი თავისუფალი გადაწყვეტილებისთვის ვცდილობდი მიმიეღო გადაწყვეტილებები ყველაზე კრიტიკულ თემებზე.

ახლა რაც შეეხება, კონკრეტულად ამ საკითხს, ... გამოძიება, დაიწყო 2018 წლის ზაფხულში, ანუ მე შეგნებულად ჩამოვთვალე ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის ეტაპები, მაშინ, როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი ამ რეგალიებიდანგამომდინარე. პარალელურად მოხდა ის, რომ გადადგა პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ჩემი მეგობარი, ეს ყველამ იცის, კვირიკაშვილი გადადგა ივნისის შუა რიცხვებში და გამოძიება დაიწყო 2 აგვისტოს, როგორც სუს-ი აცხადებს. მიუხედავად იმისა ვინ რას ფიქრობს, აქ არის პოლიტიკური ფაქტორი, მარტივად იმის გამო, რომ ვარ პოლიტიკოსი და ეს გამოძიება დაიწყო ჩემი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დროს და ლოგიკურია, რომ 2018 წლის ზაფხულში დაწყებული პროცესი უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას და მოიძებნა სამართლებრივად ჩემი სამსახურეობრივი თემა, კონკრეტულად რას ეხება, როდესაც მივალ სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს ამის მერე შეიძლება უკვე ვისაუბრო“, - აღნიშნა ბიძინა გეგიძემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics