09:52 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-17 15:39:59, 2508 ნახვა

საზოგადოება
დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება, - ამის შესახებ  მთავრობის მეთაურმა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, დევნილ ვეტერანთა  გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის  პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს დევნილი ვეტერანები ქუთაისში 60 ბინას მიიღებენ, ხოლო მომავალ წელს, თბილისსა და ზუგდიდში მათ 120 ბინა გადაეცემათ.

„ვიწყებთ ბინათმშენებლობის სპეციალურ პროგრამას ჩვენი დევნილი ვეტერანებისთვის. ეს ბინები აშენდება ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში. ქუთაისში წლის ბოლომდე 60 დევნილ ვეტერანს გადაეცემა ბინები, ხოლო მომავალ წელს, ჩვენი ვეტერანი სამხედროები 120 ბინით დაკმაყოფილდებიან", - განაცხადა პრემიერმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics