|
2019-08-16 19:38:57, 1484 ნახვა
რეგიონი
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საორგანიზაციო შტაბი აქტიურად მუშაობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აბაშის მუნიციპალიტეტში განთავსებული აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საორგანიზაციო შტაბი (მართვის ცენტრის) დაათვალიერეს და მუშაობის პროცესს გაეცნენ. საქართველომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო პარტნიორების და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მავნებლის გავრცელებისთანავე მყისიერად დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, უკვე მესამე წელია, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს. მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვა-განხორციელების მიზნით, 2018 წელს, აბაშის მუნიციპალიტეტში შეიქმნა და დღემდე აქტიურად მუშაობს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი. მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, შექმნილია SMS გზავნილების სისტემა და სპეციალური ვებგვერდი. ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება მოსახლეობასთან შეხვედრები და აქტიური საინფორმაციო კამპანია. ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში ჩართული არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, უპრეცედენტოდ უმოკლეს პერიოდში, საქართველოს, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ხელშესახები პოზიტიური შედეგები აქვს. „ღონისძიებების ეფექტიან განხორციელებაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით დონორ ორგანიზაციებს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის, რომელთა მხარდაჭერით, გაძლიერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობები. 2017 წელს მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებში მხოლოდ 17 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა იყო ჩართული, 2019 წელს კი, რეგიონში მობილიზებული და ღონისძიებებში ჩართულია 250 ერთეულზე მეტი ტექნიკა. ტექნიკური აღჭურვილობის გაზრდილმა რაოდენობამ საშუალება მოგვცა, მაქსიმალურად შეგვემცირებინა მავნებლის გავრცელების კერები დასავლეთ საქართველოში. დღეისათვის, დასავლეთ საქართველოში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით 125 370 ჰექტარი ფართობია დამუშავებული. რეგიონებში განთავსებულია 36 800 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური, რომლის მეშვეობით წერტილოვანი შეწამვლა 22 405 ჰა ფართობზე განხორციელდა (აქედან, ტყისპირა პერიმეტრი - 8 483 ჰა; სიმინდის მასივები - 33 425 ჰა). ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სოფლების ტერიტორიებზე, განთავსებულია 3074 ფერომონი.
(NS)
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)