15:26 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 19:04:45, 1769 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი: თუკი ე.წ. ბორდერიზაცია განახლდა, გამოვიყენებთ, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს

 „თუკი პროცესი განახლდა, ბუნებრივია, ჩვენ გამოვიყენებთ, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპაციის პირობებში, ბორდერიზაციის განახლებასთან დაკავშირებული პროგნოზის გაკეთება რთულია.

„ამჟამად, მე მაქვს ინფორმაცია, რომელიც მიღებულია შესაბამისი უწყებებიდან, რომ იქ პროცესი ამ წუთებში არ მიმდინარეობს. თუმცა,  მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ვაგრძელებთ აქტიურ მონიტორინგს, იმისთვის რომ მუდმივად გვყავდეს საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართული ამ პროცესში. თუკი პროცესი განახლდა, ბუნებრივია, ჩვენ გამოვიყენებთ, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. მავთულხლართების გაბმის შედეგად,  გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს იქით რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს.  დღეს კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ადგილზე იხილეს საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი და შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics