|
2019-08-16 18:48:02, 2046 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი რეგიონების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა სიკეთე
იმერეთის რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მთავრობის მიერ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმერეთის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე, რომლებსაც სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნათია თურნავამ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ სოფელ რქვიაში, სკანდასა და შიმშილაქედში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ეკონომიკის მინისტრმა მოსახლეობისგან მოისმინა იმ საჭიროებების შესახებ, რომელთა მოგვარებაც ადგილობრივ მცხოვრებლებს უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიაჩნიათ. ნათია თურნავამ მათ დეტალურად გააცნო ის გეგმები, რომლებიც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს, განსაკუთრებით რეგიონების სწრაფი განვითარებისთვის. ასეთ მიმართულებებს შორის ეკონომიკის მინისტრმა, პირველ რიგში, დაასახელა გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს და შედეგად, მხოლოდ იმერეთის რეგიონში წელს ხუთი ათასზე მეტ ოჯახს ბუნებრივი აირი ექნება. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა ის სიკეთე, რომელმაც ეკონომიკური კეთილდღეობა და განვითარების ახალი შესაძლებლობები უნდა შექმნას თქვენთვის. გაზიფიცირების გარდა, საუბარია მაღალსიჩქარიან, ოპტოკურ-ბოჭკოვან ინტერნეტიზაციაზე, რომლის ფარგლებშიც დაიფარება მთელი საქართველო და, ცხადია, იმერეთის რეგიონიც. სექტემბერში ასევე ვაცხადებთ მიკროგრანტების პროგრამას, რომელიც გაძლევთ რეალურ შანსს, თქვენი იდეა აქციოთ ბიზნესად ან გააფართოვოთ არსებული ბიზნესი" - განაცხადა ნათია თურნავამ მოსახლეობასთან შეხვედრისას. მინისტრის შეფასებით, იმერეთის რეგიონს აქვს კარგი პოტენციალი, განვითარდეს აგროტურიზმი და შეიქმნას საოჯახო სასტუმროები. „თუ აირჩევთ საქმიანობის ამ სფეროს, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დაგეხმარებათ ინფორმაციის სათანადოდ განთავსებასა და მარკეტინგში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
(NS)
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)