09:49 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 16:16:52, 1029 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი „პროფესიული მომზადება–გადამზადების სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართულ მხარეებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე  „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართულ მხარეებს შეხვდა.

ჯანდაცვის მინისტრმა კერძო სექტორისგან მოისმინა ხედვები  მათი ბიზნესისათვის  საჭირო კვალიფიციური  კადრების მომზადების აუცილებლობაზე.   შეხვედრის  მონაწილეებს შორის  გაიმართა დისკუსია  შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების საკითხებზე.    საუბარი შეეხო პროფესიული  სასწავლებლების განსაკუთრებულ   როლსა და მნიშვნელობას    დასაქმების სახელმწიფო პროგრამების განხორციელების საქმეში, იმსჯელეს  სამომავლო  თანამშრომლობის გეგმებზეც.  შეხვედრას  ესწრებოდა საქართველოს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და  სპორტის  მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე .

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო  და კერძო პროფესიული  საგანმანათლებლო  დაწესებულებების ხელმძღვანელები  და დამსაქმებლები,  რომლებმაც ამ პროგრამის  ფარგლებში დაასაქმეს მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი სწავლების  კურსდამთავრებულები. 

ეკატერინე ტიკარაძე იმ ბენეფიციარებსაც გაესაუბრა,  ვინც, სწორედ  ამ პროგრამის  ხელშეწყობით  დასაქმდა.     

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics