15:25 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 13:45:16, 933 ნახვა

პოლიტიკა
დარსალია: დიპლომატებმა ნახეს, რა არის ოკუპაციის შედეგი და ის ოჯახების მდგომარეობას როგორ აუარესებს

 „დიპლომატებმა თავისი თვალით ნახეს, რა არის ოკუპაციის შედეგი და როგორ აუარესებს ის კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალიამ სოფელ გუგუტიანთკარში განაცხადა,  სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინტენსიურ რეჟიმში მიეწოდება ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს.

„მოგეხსენებათ, საოკუპაციო ძალებმა განაახლეს ბორდერიზაციის პროცესი. როგორც კი მივიღეთ ეს ინფორმაცია, სახელმწიფომ აამუშავა შესაბამისი მექანიზმები. პირველ რიგში, გააქტიურდა ცხელი ხაზი და შესაბამისი კომუნიკაცია მოხდა. დავუკავშირდით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ასევე დავუკავშირდით ჟენევის თანათავმჯდომარეებს და მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. შემდეგ მოხდა დიპლომატიური კორპუსის ორგანიზება და შეხვედრა გავმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამის შემდგომ დავგეგმეთ, რომ უშუალოდ ადგილზე გაგვეცნო მათთვის სიტუაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია და ნახონ არამარტო ის, თუ რა არის ოკუპაციის შედეგი, რომელიც გავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე, არამედ ისიც, თუ როგორ აუარესებს კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას. ეს იყო ის მთავარი, რაც დიპლომატებმა თავისი თვალით ნახეს. ყველა დიპლომატიური უწყების წარმომადგენელია მოსული, ვინც თბილისში იყო“, - აღნიშნა  ლაშა დარსალიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics