|
2019-08-16 11:56:16, 571 ნახვა
რეგიონი
ელიზაბედ რუდი: აშშ ამაყია, ხედავს რა ჩვენი პარტნიორობის შედეგებს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში
ამერიკის შეერთებული შტატები ამაყია ხედავს რა ჩვენი პარტნიორობის შედეგებს ფაროსანას და სხვა მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლაში - ეს განცხადება აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა თხილის საწარმო „ჯეო ნათსში“ თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრისას გააკეთა, რომელსაც პრემიერი მამუკა ბახტაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილიც ესწრებოდნენ. რუდმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის საქართველოს 6.5 მილიონი დოლარით დაეხმარა, რაშიც ტექნიკური აღჭურვილობა და სამეცნიერო-საექსპერტო ცოდნის გადაცემაც შედის. „დღეს ჩვენ სამეგრელოში ვზეიმობთ წლევანდელ მოსავალს და ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგებს. 2 წელიწადზე მეტია ამერიკის და საქართველოს მთავრობა თანამშრომლობს მავნებელი მწერების და, განსაკუთრებით, ფაროსანას საფრთხის შესამცირებლად. ეს პარტნიორობა ნათლად წარმოაჩენს ჩვენს ერთგულებას და დახმარებას საქართველოს მიმართ, რათა მან თავად შეძლოს საკუთარი ეკონომიკის განვითარება. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ფაროსანა საქართველოსთვის უდიდეს გამოწვევად იქცა. ფაროსანამ გაანადგურა მარცვლეული კულტურები მთელს დასავლეთ საქართველოში, რამაც მილიონობით დოლარის ზარალი მიაყენა ფერმერებსა და მათ ოჯახებს. ფაროსანამ განსაკუთრებით დააზიანა თხილის სექტორი, რასაც ექსპორტის ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს. დღეს, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყია ხედავს რა ჩვენი პარტნიორობის შედეგებს ფაროსანას და სხვა მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს თანამშრომლობა შესაძლებელი გახდა USAID -ის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს , სურსათის ეროვნული სააგენტოს და ადგილობრივი ხელისუფლების პარტნიორობით. კომპანია „ფერეროს“ ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი ამ პარტნიორობაში. ამ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ფერმერები გაძლიერდნენ და ახლა მათ უკეთესი შესაძლებლობა აქვთ, მოიყვანონ უხვი მოსავალი არა მხოლოდ წელს, არამედ მომავალშიც. საქართველოს დახმარება ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში 2 წლის წინ დავიწყეთ. მთლიანობაში, დახმარებამ 6.5 მილიონი დოლარი შეადგინა, მათ შორისაა ის უახლესი აღჭურვილობა, რასაც აქ ხედავთ. მაისის თვიდან მოყოლებული, 45 ამერიკული წარმოების ავტომანქანით ხორციელდება მონიტორინგი და შეწამვლითი ღონისძიებები. აღჭურვილობასთან ერთად, USAID -მა უზრუნველყო სამეცნიერო და ტექნიკური საექსპერტო ცოდნის გადაცემა. ახლა, ექსპერტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან საქართველოსი ჩამოდიან, რათა აქაურ გამოცდილებას გაეცნონ. ფერმერებისა და მათი ოჯახებისთვის გაწეული დახმარება დღეს წინაპირობაა იმისა, რომ ხვალ ისინი დახმარების გარეშე შეძლებენ უფრო მეტის წარმოებას, ეს კი გააძლიერებს თემებს და კეთილდღეობას მოუტანს ხალხს“, - განაცხადა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)