14:36 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-15 16:07:34, 1125 ნახვა

პოლიტიკა
ზოიძე: ვინც საჭიროა, ყველა ჩადის - არ აკლია ვიზიტები საოკუპაციო სოფლებს

ვინც საჭიროა, ყველა ჩადის - არ აკლია ვიზიტები საოკუპაციო სოფლებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

აკაკი ზოიძის განმარტებით, გუგუტიანთკარში განახლებული ბორდერიზაციის პროცესი რუსეთის მორიგი პროვოკაციაა, რასაც ქართული მხარე არ უნდა აჰყვეს.

„ძალიან ცუდი მაგალითია მსოფლიოსთვის, რაც ხდება გუგუტიანთკარში და გამოხატულება არის ძალიან ნათელი იმისა, თუ რას წარმოადგენს რუსეთი და ცდილობს, სწორედ იმ დროს, როდესაც ხედავს, მას შეუძლია დაპირისპირება გააღვივოს, სწორედ იმ მომენტში აკეთებს ამ ბორდერიზაციის და ე.წ. მცოცავი ოკუპაციის განსახორციელებლად ქმედებებს და სპეციალურ პროვოცირებაზე მიდის ჩვენი საზოგადოების, რომ კიდევ ერთხელ დაიწყოს დისკუსია და გადაბრალება, ვისი ბრალია“, - აღნიშნა ზოიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ასევე გამოეხმაურა ოპონენტების კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე არ ჩადიან და მოსახლეობას არ ხვდებიან.

„ვინც საჭიროა, ყველა ჩადის იქ... ეს ყველაფერი არის რუსეთის მიერ მოფიქრებული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, თორემ თანამდებობის პირები ჩადიან, შესაბამის პროტესტსაც აცხადებენ, ყველა დაუყოვნებლივი რეაგირება ხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, პრემიერ-მინისტრის მხრიდან, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, ყველას მხრიდან, ვისგანაც შესაძლებელია და არ აკლია ვიზიტები საოკუპაციო სოფლებს“, - განაცხადა ზოიძემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics