10:31 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-15 15:48:49, 1189 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე სამთავრობო ცვლილებებზე: არ მგონია ივანიშვილმა მეორეჯერ ლომის ხახაში შეყოს თავი

ბიძინა ივანიშვილის კომფორტი ისაა, ისე მართოს ქვეყანა, რომ შედეგებზე პასუხისმგებლობა არ აიღოს - ასე უპასუხა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ კითხვას იმის თაობაზე, შესაძლებელია თუ არა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ისევ პრემიერის პოსტზე ხილვა.

გოცირიძის შეფასებით, საზოგადოების ნდობა „ქართული ოცნებისადმი“ და, პირადად, ივანიშვილისამდე უკვე ნულამდე დავიდა.

„ამაზე დამყოლ და ამაზე ჭანჭიკა ადამიანებს ქართულ სამშენებლო თუ  საბანკო სექტორში როგორ მოძებნის, გასაკვირია. სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასია ეს არჩევნები მისთვის, ვინაიდან ხედავს, რომ საზოგადოების ნდობა „ქართული ოცნებისადმი“ და, პირადად, ივანიშვილისამდე უკვე ნულამდე დავიდა.

ბიძინა ივანიშვილის კომფორტი ისაა, ისე მართოს ქვეყანა, რომ შედეგებზე პასუხისმგებლობა არ აიღოს. ამიტომ, ის ერთხელ გაიქცა და მშვენივრად გრძნობს თავს და არამგონია, რომ მეორეჯერ მან ლომის ხახაში გაყოს თავი. თუმცა, პასუხისმგებლობა ისედაც მასზეა დაკისრებული, ამიტომ ის ვერ გაექცევა იმ პასუხისმგებლობას, რაც 7 წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამოაცხადა და ევროპის მონაწილეობით მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა დაანონსა
გუდაურსა და კობს შორის, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics