10:03 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-15 13:42:25, 1183 ნახვა

საზოგადოება
„იმედის“ ეთერში აგვისტოს ომზე გასულ ფილმს არხის ჟურნალისტები ემიჯნებიან

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აგვისტოს ომზე გასულ ფილმს არხის ჟურნალისტები და თანამშრომლები facebook-ზე ფლეშმობით აპროტესტებენ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჟურნალისტები არ იზიარებენ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს.

„არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“ - წერენ facebook-ის საკუთარ გვერდზე ტელეკომპანიის ჟურნალისტები.

შეგახსენებთ, რომ „იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“ საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოჰყვა.  ფილმზე პასუხისმგებლობა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილმა აიღო.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics