|
2019-08-14 21:09:07, 1151 ნახვა
საზოგადოება
ნანუკა ჟორჟოლიანი ლალიაშვილის - სადაც არ უნდა გნახო მოღალატეს დაგიძახებ
სადაც არ უნდა გნახო მოღალატეს დაგიძახებ - ასე მიმართა ტელეჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია "იმედის" პროდიუსერს ნიკოლოზ ლალიაშვილის. "ერთი წუთით გჯერა, რომ ქვეყნის სახელით მახინჯ პასკვილს გააკეთებ და ამ ქვეყანაში მშვიდად იცხოვრებ?! საჯაროდ გეუბნები რომ სადაც არ უნდა გნახო მოღალატეს დაგიძახებ! ვინმემ თუ ვერ გიცნო, იმათაც ვეტყვი ვინ ხარ სინამდვილეში?! იმედია, საჯარო სივრცეში ყოფნის უფლებას არ მოგცემენ! გამოგაგდებენ, შეგარცხვენენ’ გვირაბ-გვირაბ იარე რომ სადმე არ შემხვდე! ბედუკაძე ხარ ჩემ თვალში" - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი. ტელეკომპანია "იმედში" გასულ ფილმზე, რომელსაც ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა და სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებში წინა ხელისუფლებაა დადანაშაულებული, პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილმა აიღო. ლალიაშვილი აცხადებს, რომ ფილმი მისი პროდიუსინგით დამზადდა, ხოლო ავტორის ვინაობას საიდუმლოდ ტოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)