|
2019-08-14 19:05:24, 1053 ნახვა
საზოგადოება
ჯანგირაშვილი ტელეკომპანიებისთვის ვალების რესტრუქტურიზაციას უსამართლოს უწოდებს და სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს
ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის ინიციატივას მსხვილი ტელეკომპანიებისთვის ვალების რესტრუქტურიზაციას უსამართლოს უწოდებს. როგორც ჯანგირაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილება არათანაბარი გარემო აყენებს დანარჩენ ტელევიზიებს. ამასთან, ჯანგირაშვილი და სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. „მე ამას გავასაჩივრებ ყველგან, ყირაზე დავდგები, იმიტომ რა გამოდის, ჩვენ იდიოტები ვართ, ვინც ვიხდით, ეს რა კონკურენტული ვითარებაა? გამოდის, რომ იქნება სულ ლიდერი ხომ? ლიდერი არხები არ უნდა იხდიდნენ გადასახადს? ეს რა სამართლიანობაა? ივანიშვილის არის სამივე არხი, მაესტრო, იმედი და რუსთავი 2. ადგეს ივანიშვილმა და სასწრაფოდ შეიტანოს ბიუჯეტში ის 56 მილიონი, რაც ჯამში გამოდის. არანაირი რესტრუქტურიზაცია, ხომ უნდოდა „რუსთავი 2“? „იმედი“, „მაესტრო“ ხომ არის მისი? ბიძინა ივანიშვილმა გადაიხადოს ბიუჯეტში, მისი ტელევიზიების მიერ დაგროვილი 56 მილიონი ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე პირადად წამოვიწყებ უდიდეს სკანდალს ამ ქვეყანაში", - აღნიშნა "კავკასიის" დირექტორმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)