10:15 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-14 15:22:56, 1898 ნახვა

ეკონომიკა
„დოპელმაიერის" რეგიონული კოორდინატორი: გვიხარია, რომ საქართველო კიდევ ერთხელ მოინიშნება სათხილამურო ინდუსტრიის საერთაშორისო რუკაზე

„ვიწყებთ მზადებას 2023 წლის ჩემპიონატისთვის, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოში ზამთრის ტურიზმს ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს და ასევე, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის კეთილდღეობაში. „დოპელმაიერს" საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ოლიმპიურ კომიტეტთან ტრადიციად ქცეული წარმატებული თანამშრომლობა აქვს, რითაც ვამაყობთ, თუმცა, იმავდროულად, ეს გარემოება უდიდეს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს ბაკურიანში აღნიშნული პროექტის განხორციელებისას" - განაცხადა „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის" რეგიონალურმა კოორდინატორმა, ვალერი იაშინმა ბაკურიანში გამართულ ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც „დოპელმაიერსა" და ეკონომიკის სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების  კომპანიას"  შორის ხელი მოეწერა  ხელშეკრულებას დიდველის ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის შესახებ.

 კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით,  „დოპელმაიერმა"  შეიმუშავა ახალი ტექნოლოგიები, რომლებსაც ჩამოიტანს ბაკურიანში.  ვალერი იაშინის თქმით, პროექტის სახელწოდებაა D-ლინე და მას უამრავი უპირატესობა აქვს როგორც გამოყენების, ისე ოპერირების თავალსაზრისით.

„მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში „დოპელმაიერი" მხოლოდ საუკეთესო პროდუქციასა და შესაბამის მომსახურებას ჩამოიტანს. მინდა თითოეულ ჩვენგანს წარმატება ვუსურვო, ვინაიდან სწორედ ახლა იწყება ყველაზე რთული სამუშაო. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო, კერძოდ, ბაკურიანი, საუკეთესოდ უმასპინძლებს 2023 წლის ჩემპიონატს. ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ მონიშნავს ქვეყანას სათხილამურო ინდუსტრიის საერთაშორისო რუკაზე და გვიხარია, რომ ამ პროცესის მონაწილეები ვიქნებით", - აღნიშნა „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის" რეგიონალურმა კოორდინატორმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics