|
2019-08-14 13:09:50, 1259 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - „იმედზე“ გავიდა ფილმი, რომელიც აგვისტოს ომს დამახინჯებული ფაქტებით ასახავს
“რუსეთი აღიარებულია ოკუპანტად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ხოლო საქართველო მსვერპლად - ანუ გარკვეულია ვინ არის აგრესორი და ვინ მსვერპლი” – ასე გამოეხმაურა სამადაშვილის განცხადებით, ამ ფილმით ავტორებმა, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, რუსული დაკვეთა შეასრულეს. ოპოზიცია ფილმის ავტორის დასახელებას ითხოვს. „ორი დღის წინ, იმედის ეთერში გავიდა ფილმი, რომელიც სიტყვა-სიტყვით იმეორებს რუსულ გზავნილებს 2008 წლის ომზე, ადანაშაულებს საქართველოს 2008 წლის სამხედრო მოქმედებების დაწყებაში. რთული დასაჯერებელია, რომ ეს ფილმი ქართულ ტელეარხზე გავიდა და არა „ოერტეზე“, ან „რაშა თუდეიზე“. გასაგებია, რომ ფილმი საქართველოს ხელისუფლების დაკვეთითაა შესრულებული, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, ვინ არის ფილმის ავტორი და მოვუწოდებთ იმედს, გაასაჯაროოს ამ ფილმის ავტორების ვინაობა. დღეს კი გვსურს მათ, ტელეკომპანია იმედს და ხელისუფლებას შევახსენოთ: რუსეთი აღიარებულია ოკუპანტად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ხოლო საქართველო მსვერპლად - ანუ გარკვეულია ვინ არის აგრესორი და ვინ მსვერპლი. პუტინმა თავად აღიარა, რომ ომი ჯერ კიდევ 2006 წელს დაგეგმა. 2014 წლის ყირიმის მოვლენებმა კი ყველფერი საბოლოოდ ცხადი გახადა. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის მიზანს წარმოადგენდა: 1. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლა 2. სახელმწიფოებრიობის დასუსტება 3. ეკონომიკის დანგრევა 4. საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის ბოლო მოეღო 5. დასუსტებული ქვეყანის, რუსეთის ზეგავლენის სფეროში მოქცევა
ეს სტრატეგიული ამოცანები ვერ შერსულდა, საქართველომ გააგრძელა განვითარება, გაგრძელა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია და ჩვენ, ჩვენს მოსაგებ ომს ვიგებდით მშვიდობთ, სწრაფი ეკონომიკური ზრდით, მშენებლობითა და განვითარებით. დღეს, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის, ერვონული ვალუტის გაუფასურებისა და ჩიხში შესული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ფონზე, როცა დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად, საქართველო სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე, დემოკრატიული სივრცე კი ფაქტიურად ქრება, რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი სწორედ ‘მშვიდობიანად” უგებს საქართველოს ომს. და ივანიშვილზე, იმ ხელისუფლებაზე, რომელმაც მოიწვია და პარლამენტის სპიკერის სავარძელში დასვა ბატონი გავრილოვი, უკეთესი მოკავშირე, რუსეთის დღეს არ ჰყავს. თუმცა, პუტინისა და ივანიშვილის ინტერესები, რომ მკვეთრად უპირისპირდება ჩვენი ქვეყნისას, ეს ჩვენმა საზოგაოდებამ 20 ივნისს დაამტკიცა, და შესაბამისად, ივანიშვილის ხელისუფლებაც ფსკერისკენ სწრაფი დაშვების რეჟიმის გემს დაემსავსა. ხელისუფლებისაგან, რომელიც მზად არის თვალები დათხაროს საკუთარ მოქალაქეებს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ხელისუფლებისაგან, რომელიც პოლიტიკური რეპრესიებს ახორციელებს და ანადგურებს დამოუკიდებელ მედიას, არ უნდა გაგვიკვირდეს სტრატეგია, რომელიც აირჩია საკუთარი ამომრჩევლის, თუ ესეთი კიდევ არსებობს, შესანარჩუნებლა. ეს სტრატეგია ერთდერთ გზავნილზეა დასული, გზავნილზე, რომ 2008 წლის ომი წინა ხელისუფლებამ, ანუ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო და განსხვავებით წინა ხელისუფლებისაგან, ივანიშვილს ომი მაინც არ დაუწყია. ივანიშვილის ამ მორიგ სიცრუეს, რა თქმა უნდა არ მიიღებს ჩვენი საზოგადოება, რომელმაც იცის, რომ ეს გზავნილი გარდა იმისა რომ უტიფარი და უსინდისო ტყულია. იცის, რომ ეს გზავნილი ნიშნავს: უარის თქმას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და ჩვენი სამხედროების გასასამართლებას საერთაშორისო ტრიბუნალზე. ჩვენ მივმართავთ ჟურნალისტურ ქარტიას საკუთარი შეფასება გააკეთოს ამ ფილმთან დაკავშირებით. მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ებრძვიან ქვეყანაში რუსულ პროპაგანდას, რომ ასევე შეფასება გააკეთონ ამ სამარცვინო ფილმთამ დაკავშირებით. და მე პირადად, მივმართავ იმედის ჟურნალისტებს: რუსეთის სტრატეგია, ივანიშვილი და მისი პოლიტკური პროექტი, განწირული კრახისთვის, ამიტომ, მოგიწოდებთ, მომავალში მონაწილეობა არ მიიღოთ რუსულ პროპგანდისტულ პროექტებში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. ხელისუფლება ამ ქვეყანაში აუცილებლად შეიცვლება, და ქართული სახელმწიფო და მისი ინტერესები კი დარჩება", - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)