2019-08-14 12:43:32, 8162 ნახვა
რეგიონი
ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს, -ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
"ჩვენი შეფასებით, ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული", - აცხადებენ სუს-ში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან