2019-08-13 17:01:28, 1384 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მცირედით გამყარდა
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.9090 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9173 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0083 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.2622 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2665 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0043 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,