2019-08-13 09:56:03, 1075 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი 2.9173 ლარი ღირს
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით 2-2 თეთრით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.9173 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9360 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0187 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება დღეს 3.2665 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2898 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0233 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,