18:35 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-12 17:31:29, 1355 ნახვა

კომენტარი
„ბრძოლას გავაგრძელებთ“ - „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელები პოტენციურ მყიდველებს მიმართავენ

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ამჟამინდელი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის განცხადებას ეხმაურებიან, რომელმაც აღნიშნა, რომ ტელეკომპანიას ყიდის.

როგორც ჯარჯი აქიმიძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა, წინასწარ არის შეთანხმებული, თუ ვინ უნდა იყიდოს ტელევიზია, დაგროვილ ვალებზე საუბარი კი, ამ პროცესის ლეგალიზაციას ემსახურება.

„ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უკვე წინასწარ შეთანხმებულია და მოლაპარაკებულია, ვინ უნდა შეიძინოს და უბრალოდ ამ ყველაფერის რაღაც ლეგალიზაცია და გაპრავება მიმდინარეობს, რომ ეს ყველაფერი ხალხის თვალში გამოჩნდეს, როგორც გამჭვირვალე პროცესი, ან კიდევ მეორე არის, რომ უბრალოდ ადამიანი რომელიც შედიოდა "რუსთავი 2"-ში, ყველა ეუბნებოდა და თვითონაც გადასარევად იცოდა, რომ ამ კომპანიას ჰქონდა ძალიან სერიოზული ვალები. შესაბამისად, ის მაინც უნდა ეფიქრა, რომ რანაირად შეიძლებოდა გაძღოლოდა ამ კომპანიას და გაესტუმრებინა ეს ვალები. იმის თქმა, რომ გაცილებით უფრო მეტი აღმოჩნდა ვალები, შესაძლებელია, მაგრამ ყველამ გადასარევად იცოდა 7 წლის განმავლობაში, რომ გადასახადების გადახდა არ ხდებოდა, რომ იქ რაღაცები არ ხდებოდა ა.შ... როგორც ჩანს, ეს არის რაღაც გარკვეული სცენარი, რომელიც როგორ განვითარდება და რა მოხდება, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ეს შესაძლოა იყოს კიდევ ერთი ნაბიჯი იქითკენ რომ ან დაღუპოს, ასე ვთქვათ, ბრძოლაში "რუსთავი 2", ან კიდევ შეეგუოს თავის ბედს“, - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

რაც შეეხება დავით დვალს, ის მიიჩნევს, რომ  დავალიანების მქონე ტელეკომპანიის ყიდვის ინტერესი მხოლოდ პოლიტიკური შეიძლება იყოს.

„კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველა მსურველს, რომელიც ალბათ წინასწარ არის ცნობილი და ალბათ უკვე გადაწყვეტილია თუ ვინ იყიდის "რუსთავი 2"-ს. მინდა რომ გავაფრთხილო, რომ ეს არ იქნება მისი კეთილსინდისიერი მფლობელობა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე და ჩვენ დავუმტკიცებთ დღევანდელ მფლობელსაც და ხელისუფლებასაც, რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც დაზარალდა სინამდვილეში და სამართლიანობის აღდგენა იქნება ის, რომ "რუსთავი 2" დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს. ის რომ "რუსთავი 2"-ს ვალები აქვს და საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება იქნება ამის ყიდვა თავის ვალებიანად ეს ერთმნიშვნელოვანია, რომ ეს ბიზნესისთვის შეიძლება არა მიმზიდველი იყოს, თუმცა აქედან გამომდინარე, ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური ინტერესი იქნება“, - აცხადებს დავით დვალი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics