09:05 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-12 14:30:18, 1233 ნახვა

ეკონომიკა
ია კიწმარიშვილმა „რუსთავი 2“-ის 30%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის ქვრივმა, ია კიწმარიშვილმა ტელევიზიის 30%-ის დასაბრუნებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

ია კიწმარიშვილი პოტენციურ მყიდველებს მოუწოდებს, „სადაო ქონების“ ყიდვისგან თავი შეიკავონ, რადგან ბრძოლას ბოლომდე აპირებს.

„მე, როგორც ეროსის სამართალმემკვიდრეს, მაქვს სამართლებრივი და მორალური უფლება, მოვითხოვო მისი კუთვნილი 30%-ის დაბრუნება. ეს დავა დაწყებულია 2009 წელს, ჯერ კიდევ სააკაშვილის სასამართლოში ეროსი კიწმარიშვილი ედავებოდა ქიბარ ხალვაშს თავისი კუთვნილი წილის დაბრუნებას. სააკაშვილის სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წელს ქიბარ ხალვაშს არ აქვს გადახდილი ამ წილისთვის გათვალისწინებული თანხა. მე, როგორც ეროსის სამართალმემკვიდრეს, მაქვს უფლება მოვითხოვო მისი წილი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მსგავსი სარჩელით მიმართ ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს, რომ მისი ნების წინააღმდეგ დაათმობინეს მას წილი და ხალვაშს დაუბრუნდა 100%. დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დავა დაიწყეს მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, 2015 წელს, როდესაც ეს გახდა მათთვის აქტუალური. ეროსი ამას დაობდა 2009 წლიდან. დღეს ქიბარ ხალვაში გეგმას, გაასხვისოს „რუსთავი 2“ და მე მინდა მოვუწოდო, პოტენციურ მყიდველებს, თავი შეიკაონ სადაო ქონების ყიდვისგან, რადგან ვაპირებ, ამ საქმეს მივყვე ბოლომდე, იქნება ეს საქართველო, თუ სტრასბურგი“, – განაცხადა კიწმარიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიას ყიდის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics