05:07 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-10 12:27:03, 1193 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ქუმელაურთაში დაშავებული ტურისტი მაშველებმა ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს

ახმეტაში, სოფელ ქუმელაურთაში ტურისტი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა დაშავებული მთიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფთან დროულად ჩაიყვანეს, თუმცა მდგომარეობის სიმძიმის გამო, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა გახდა საჭირო.

დაშავებული შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს, სადაც შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუმელაურთაში იყო დაშავებული ტურისტი, რომელსაც ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

ადგილზე, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. მაშველებმა დაშავებული ტურისტი მთიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფთან დროულად ჩაიყვანეს.

ექიმების განმარტებით, 30 წლის ირანის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე და დაშავებულის სახმელეთო ტრანსპორტირება, საფრთხეს შეუქმნიდა მის სიცოცხლეს. ტრავმების სიმძიმის, რთული რელიეფის და დიდი მანძილის გამო, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ომალოს მიმართულებით, სადაც დაშავებული ტურისტი იმყოფებოდა, თბილისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გავიდა განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი. ტურისტი გადმოყვანილია თბილისში, სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახმეტის მუნიციპალეტეტის სამაშველო ჯგუფი, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics