18:37 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-09 20:30:48, 1433 ნახვა

კომენტარი
გვარამია: ბინების ეპიზოდი ბრალში არ არის - პირობას ვდებ, პროკურორი გულუაშვილი ციხეში მოხვდება!

„პირდაპირ მინდა ვთქვა, დღეს ბრიფინგზე გამოსული პროკურორი გულუაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და აუცილებლად სამოქალაქო სარჩელსაც შევიტან სახელისა და ღირსების შელახვისთვის“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბინების ეპიზოდი, რის შესახებაც დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ისაუბრა, მისთვის წარდგენილ ბრალდებაში საერთოდ არ არის.

„ბრალში არ არის არანაირი ბინების ეპიზოდი. პროკურორმა გულუაშვილმა უბრალოდ იჭორავა საქმის მასალებიდან რაღაც ამოკითხულით, რომელიც ალბათ დაუწერეს, მაგრამ ციხეში გულუაშვილი მოხვდება მაინც, მან გააყალბა ფაქტები და არ თქვა, რომ ამაში იყო ფული გადახდილი ჩემს მიერ. კიდევ ვიმეორებ, არანაირი ბინების ეპიზოდი ჩემს ბრალში არ არის. ეს ყველაფერი გაკეთებული იყო ჩემი პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვის მიზნით და მოყვანილი იყო ნახევრად სწორი ფაქტები. ამიტომ პროკურორი გულუაშვილი აუცილებლად ჯერ მისცემს ჩვენებას, ეს ვინ დაუწერა და მერე თვითონ მოხვდება ციხეში, ამის პირობას ვდებ!“, - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პროკურატურა სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება (საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics