|
2019-08-09 19:44:08, 1592 ნახვა
კომენტარი
გვარამია: თუ ვინმეს გაუგია, დირექტორს იჭერდნენ ცუდი კონტრაქტის დადებისთვის, ხელი აწიეთ და დავდუმდები
„თუ ვინმეს გაუგია, რომ საქართველოში გენერალურ დირექტორს იჭერდნენ ცუდი კონტრაქტის დადებისთვის, ხელი აწიეთ და დავდუმდები“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა. გვარამიამ დეტალურად ისაუბრა პროკურატურის იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, მის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების შედეგად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს 7 მილიონამდე ლარის ზარალი მიადგა. „მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს კონტრაქტი ცუდი არ იყო. მოკლედ მოვყვები: „რუსთავი 2“ მთელი ბოლო პერიოდი, ვინც მიჩივის იმის ქმარი რომ იყო დირექტორი, დებდა ზუსტად ისეთ კონტრაქტებს როგორიც ჩვენ დავდეთ 2015 წელს. სხვაგვარი კონტრაქტების დადება დაიწყო მხოლოდ ჩემს მიერ და ეს არის ჩემი ნოუჰაუ, ამას ვამბობ ხაზგასმით. კონტრაქტი, რომელიც დაიდო 2015 წელს, იყო საგამონაკლისო. მხოლოდ ერთხელ დაიდო ასეთი კონტრაქტი, იმიტომ რომ ფინანსურმა დირექტორებმა გადაწყვიტეს, რომ ამგვარად რისკების დაზღვევა იქნებოდა სწორი. ორი ვარიანტია - ერთია როდესაც ჩემს მიერ გამოგონილ კონტრაქტს ვდებ, რომელიც მიყვება მოგებას, მაგრამ ვრისკავ ამ ბიუჯეტზე ნაკლებს შემოიტანენ შემდეგ წელში თუ მეტს და მეორე ვარიანტია როცა მოჭრილ თანხაზე დებ მაგრამ შეიძლება, ფირმას, რომელთანაც კონტრაქტი გაქვს, უბრალოდ მეტი შემოსავალი ჰქონდეს და დარჩეს. მოჭრილ თანხაზე დადებას აზრი აქვს იმიტომ, რომ გარანტირებულად ბიუჯეტში რა თანხაც გაქვს გათვალისწინებული იმას მიიღებ და ხელფასებსაც გასცემ. 2015 წელი, როგორც გითხარით ფინანსური დირექტორების მიერ ჩაითვალა რისკების წლად და რისკების გადაზღვევის მიზნით საჭიროება დადგა ასეთი კონტრაქტის გაფორმების. ჩემ პასუხისმგებლობას რაც შეეხება, საერთოდ არ მესმის ეკონომიკური პროგნოზირება როგორ შეიძლება იყოს ჩემი პასუხისმგებლობა და ასევე არ მესმის როგორ ვერ იგებს გინდა პროკურატურა, გინდა „რუსთავი 2“-ის ახალი სამრაცხვინო დირექტორი, რომ ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი მხოლოდ თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებას. როდესაც ყველა ფინანსური სამსახური და ფინანსური დირექტორი და იურიდიული სამსახური ხელს აწერენ კონტრაქტს, მისი ხელმოწერა ხდება ავტომატურად დირექტორის მიერ. როგორ გგონიათ, დირექტორმა ყველაფერი უნდა იცოდეს? მათ შორის ფინანსური და ეკონომიკური პროგნოზირება. ფინანსური დირექტორი და ფინანსური სამსახურები ვახსენე, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს მათ. ეს კონტრაქტი იყო სწორი, იმიტომ რომ რისკებსი წელი იყო. ამის შემდეგ, შუა წლის განმავლობაში პირადად მე დავინახე რომ ეს რისკები, რომელიც ჩვენ გადავაზღვიეთ, არ მოქმედებს ბაზარზე და დიდი შემოსავალი შეიძლება დაგვეკარგა. მე ინტერმედიასთან მქონდა ძალიან მკაცრი მოლაპარაკება, შეიძლება ითქვას, რომ გამოვიყენე მათზე საბაზრო უპირატესობა და დავაბრუნებინე არა 7 მილიონი, არამედ 9 შემდეგ წელს. ეს თანხა კი არ დაკარგულა, დავაბრუნებინეთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პროკურატურა სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება (საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)