|
2019-08-09 19:05:55, 1697 ნახვა
პოლიტიკა
მარია ზახაროვა: ბორდერიზაციას არა რუსული, არამედ სამხრეთ ოსური მხარე ახორციელებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ე.წ. ბორდერიზაციას არა რუსული, არამედ „სამხრეთ ოსური მხარე“ ახორციელებს. ზახაროვა ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ე.წ. საზღვარზე სამუშაოებს ოსებთან ერთად რუსი სამხედროებიც ახორციელებენ, მითს და ხელოვნურ აჟიოტაჟს უწოდებს. „რუსი მესაზღვრეები, რომლებიც იმყოფებიან საზღვარზე, რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, არავითარ სამუშაოებს ამ ორ ქვეყანის საზღვარზე არ აწარმოებენ. საზღვრის გაუმჯობესების ღონისძიებები სამხრეთ ოსეთის მხარის მიერ გეგმიურად ხორციელდება. ამის მიზანია ორი მოსაზღვრე სახელმწიფოს მოსახლეობის უსაფრთხო და უკონფლიქტო ცხოვრებისთვის პირობების შექმნა. ასეთი ნაბიჯები საზღვრის შემთხვევით დარღვევის ჯერ კიდევ საკმაოდ ხშირი ინციდენტების აღმოფხვრის საშუალებას იძლევა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამოაცხადა და ევროპის მონაწილეობით მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა დაანონსა
გუდაურსა და კობს შორის, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)