|
2015-07-08 20:03:05, 355 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის პოზიცია მაშინ დავინახეთ, როდესაც რუსეთთან ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების დროს სამოქალაქო წინააღმდეგობა იყო
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი „როიტერის“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც საუბარია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა დაცულად გრძნობს თავს, როდესაც საზღვრებს რუსული ძალები აკონტროლებენ. ხიდაშელის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის პოზიცია მაშინ გამოჩნდა, როდესაც რუსეთთან ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების დროს გამოსვლები და სამოქალაქო წინააღმდეგობა იყო. თავდაცვის მინისტრი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, რუსეთთან ერთობლივი სამხედრო ძალების შექმნა იგეგმება. ხიდაშელის თქმით, ოკუპირებულ რეგიონს რუსეთთან ერთობლივი სამხედრო ძალები არ სჭირდება, რადგან მათ უკვე საკმარისი რუსული ძალები ჰყავთ. „რუსეთთან ერთობლივი სამხედრო ძალები არ სჭირდება ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებელ სახელმწიფოს“, რადგან მათ უკვე საკმარისი რუსული ძალები ჰყავთ. სამხრეთ ოსეთი აღარ არსებობს ისეთი, როგორიც ის ოდესმე ყოფილა. ეს არის ერთი დიდი რუსული სამხედრო ბაზა, რომელსაც ემსახურება ყველა სხვა დანარჩენი, ვინც იქ ცხოვრობს. შესაძლოა ვიღაც კმაყოფილია, რადგან ხელფასი აქვს იმით, რომ რუსულ სამხედრო ბაზას ემსახურება. მაგრამ სინამდვილეში მოსახლეობა კმაყოფილია თუ არა იმ მდგომარეობით რომელშიც ისინი არიან, ეს ყველაზე კარგად ჩვენ დავინახეთ მაშინ, როდესაც სამხრეთ ოსეთში იყო ძალიან სერიოზული, პირველად მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოსვლები და სამოქალაქო წინააღმდეგობა იმ ცნობილი ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების დროს, რაც სამხრეთ ოსეთს და რუსეთს შორის დაიდო. ამიტომ ასე არ ვფიქრობ, რომ იქ ყველა ბედნიერია. ის ხალხი ვინც მუშაობს რუსეთის სამხედრო ბაზაზე, აქვს ხელფასი და აქვს გადარჩენის შესაძლებლობა, ალბათ ამბობს, რომ კმაყოფილია, მაგრამ ეს არ არის სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის განწყობა და ეს რომ ჩემი აზრი არაა, დადასტურდა იმ დღეებში, როდესაც სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებას იმ გადაწყვეტილების ადვილად მიღება გაუჭირდა, იმიტომ რომ მათ სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდათ. ეს წინააღმდეგობა არაა საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი ცუდი ამბები არ მოხდეს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გვჯეროდეს, მოსახლეობის დაბრუნება იქ შესაძლებელია“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)