18:37 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-09 17:03:19, 1400 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე - ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება პირადი შურისძიებაა

„ეს არის პირადი შურისძიება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და მცდელობა, ხელი შეეშალოს მის მიერ დაანონსებული ახალი არხის შექმნას“, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პროკურატურის მიერ რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგინების გადაწყვეტილება.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რეპრესიებით და ე.წ. მტკიცე ხელის პოლიტიკით ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებს.

„ამ ქვეყანაში, სადაც მარტო წელს, 6 თვეში, 735 მილიონი ლარი დაიხარჯა ჩინოვნიკების პრემია, ხელფასებში, სადაც ათეულობით მილიონი ლარი, ხალხის ფული, იფლანგება არამიზნობრივად, კორუფციაში, ნეპოტიზმში და ტენდერებში. ამ ქვეყანაში კომერციული სტრუქტურის დირექტორისთვის, ბრალის წაყენება კომერციული კომპანიის საქმიანობაზე ვერ შეფასდება სხვანაირად, თუ არა შერჩევითი მართლმსაჯულება, პირადი შურისძიება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და პარალელურად მცდელობა, ხელი შეეშალოს მიერ დაანონსებული ახალი არხის შექმნას. მოდი შევხედოთ პროცესს დინამიკაში, დღეს ბრალი წაუყენეს, "რუსთავი 2"-ის დირექტორს, გუშინ დაკითხვაზე ჰყავდათ „ტვ პირველის“ მფლობელი, წინა კვირაში ბრალი წაუყენეს ქვეყნის ორ უმსხვილეს ბიზნესმენს, იმის წინ დააპატიმრეს ირაკლი ოქრუაშვილი, მანამდე იმუნიტეტი მოუხსნეს და ბრალი წაუყენეს პარლამენტის წევრს ნიკა მელიას. ყველაფერი ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - ხელისუფლება შევიდა ბოლო ფაზაში, როდესაც მიაჩნია, რომ რეპრესიებით და ე.წ. მტკიცე ხელის პოლიტიკით შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას, ვერ შეძლებს, სინამდვილეში ეს მხოლოდ ამთავრებს და აჩქარებს „ქართული ოცნების“ დასასრულს“, - ამბობს დავით ბაქრაძე.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ტელეკომპანიის თანხების მითვისებისა და ქონების გადამალვის ფაქტზე, ბრალი წარედგინება. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით  ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-მა ვერ მიიღო  6 763 510  ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics