19:57 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-09 15:44:43, 1020 ნახვა

კომენტარი
გვარამია - მოპარვისა და კორუფციის ბრალდებას ვირთხა ივანიშვილს არ ვაპატიებ

„ეს არის თეთრი ძაფებით ნაკერი საპიარო საქმე და ვინ იცის პიარი უკეთესად, ამას ბიძინა ივანიშვილს ვანახებ“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პროკურატურის მიერ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებთ განაცხადა.

გვარამია დარწმუნებულია, რომ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება „მოუწევს“ და აცხადებს, რომ ამ საკითხზე მოგვიანებით დეტალურად ისაუბრებს.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ბრალი წარმედგინებოდა. უბრალოდ, იმ საკითხებში, სადაც ეძებდნენ, ვერ იპოვეს ბრალის წარსადგენი. ცუდი კონტრაქტი რატომ დადეო ამაზე ბრალის წარდგენა ბოდვაა.

ეს კონტრაქტი ჩემი შექმნილი არაა, არის სხვადასხვა დეპარტამენტების მიერ გავლილი, ხელმოწერილი და საბოლოო ხელმოწერა იყო ჩემი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ გენერალური დირექტორი წყვეტს ყველაფერს და ყველაფერი იცის, იმან არ იცის მართვის საკითხები. ასეთი კონტრაქტისთვის შეიძლება დადგეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ან სამეწარმეო პასუხისმგებლობა და გამათავისუფლონ - ეს არ მომხდარა, პირიქით, მოწონებულია დამფუძნებლების მხრიდან ეს ყველაფერი.

კონტრაქტთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ტყუილია. შუა წელიწადში რომ ვნახე, რომ ეს კონტრაქტი არ ამართლებს, პირდაპირ ვამბობ, რომ ზეწოლა იყო ჩემი მხრიდან ინტერმედიაზე. ჩავსვი ადამიანი, რომელიც შემოსავლებს აკონტროლებდა.  ზეწოლა იყო შემდეგი სახის: მათ შეეძლოთ, იურიდიულად რომ ეს ჩემთვის არ მოეცათ, მაგრამ ვუთხარი, რომ აღარ გაგიფორმებთ შემდეგ წელს კონტრაქტს. ეს სამეწარმეო ზეწოლა იყო, რადგან ისინი დამოკიდებულები არიან ჩვენზე. რა მოხდა - მომდევნო წლის ზამთარში მათ დაგვიბრუნეს 9 მილიონი ნამატი, იმიტომ, რომ ზამთარში ყველაზე მეტი ფული აკუმილირდება.

მთავარი ტყუილი, რაც პიარითვის იყო გაკეთებული და თეთრი ძაფით ნაკერი, ეს იყო, ბინები რომ მოვიპარე. აქ, ამ ბრალდებას, მოპარვისა და კორუფციის ბრალდებას, ვირთხა ივანიშვილს არ ვაპატიებ. შეუძლებელია მათ არ იცოდნენ, რომ ეს არის სესხის ხელშეკრულების გასტუმრება ნატურით, იმიტომ, რომ ინტერმედიიდან ამოღებული ყველა საბუთი აქვთ, ის ხელშეკრულებაც და ვალის დახურვის ხელშეკრულებაც. მთავარი - მე ვიყავი დაკითხვაზე და თუ ეს იყო ბრალის ფუნდამენტური საკითხი, ეკითხათ ჩემთვის, აბსოლუტურად არ ყოფილა ამაზე საუბარი.

ეს არის თეთრი ძაფებით ნაკერი საპიარო საქმე და ვინ იცის პიარი უკეთესად, ამას ბიძინა ივანიშვილს ვანახებ. მე არ ვიცი თვითონ რაზე წავლენ, მაგრამ მათ მოუწევთ წავიდნენ საპატიმრო აღკვეთზე, და თუ რატომ და როგორ, ვიტყვი 7 საათზე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ტელეკომპანიის თანხების მითვისებისა და ქონების გადამალვის ფაქტზე, ბრალი წარედგინება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics