|
2015-07-08 19:16:19, 469 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა „სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. დეპუტატებმა კანონის პროექტის დამტკიცებას 78 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი. მთვრობის საკანონმდებლო ინიციატივა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფასა და საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნას ითვალისწინებს. კერძოდ, შსს-ში დარჩება ყველა პოლიციური დანაყოფი, ხოლო უშიშროება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მთავრობას პრემიერი წარუდგენს, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში კი, პარლამენტი განიხილავს და უმრავლესობით 6 წლის ვადით დაამტკიცებს. იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი პარლამენტის მიერ დამტკიცებულ პროექტს ხელს მოაწერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველი აგვისტოდან შეიქმნება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)