10:19 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-09 10:32:29, 1420 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის საგარეო უწყება: საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის მოვლენების შემდეგ გაკვეთილი ვერ ისწავლეს

ოფიციალურმა თბილისმა და მისმა დასავლელმა პარტნიორებმა  2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შემდეგ გაკვეთილი ვერ ისწავლეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყება აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს ეხმაურება და აცხადებს, რომ რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას საქართველოსა და მისი ევროპელი პარტნიორების მიერ განხორციელებული „ანტირუსული ისტერია“ უწყობს ხელს.

„სამწუხაროა, რომ ვერც საქართველომ და ვერც დასავლეთმა 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ გაკვეთილი ვერ ისწავლეს. იმის ნაცვლად რომ ძალისხმევა წარსულის ტვირთის გადალახვასა  და   აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან  კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებისკენ მიმართონ, ოფიციალური  თბილისი და მისი დასავლელი პარტნიორები   ანტირუსული ისტერიის ესკალაციას, რეგიონის იარაღით ავსებას და საქართველოს NATO-სკენ უცერემონიოდ გაქაჩვას აგრძელებენ. ეს ყველაფერი ჩიხს ქმნის და ხელს უშლის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარებას.

ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით იმას, რომ ამ პროცესში პირველი ნაბიჯი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება უნდა იყოს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ რეგიონში დამყარებული ახალი გეოპოლიტიკური რეალობა აღიარონ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამოაცხადა და ევროპის მონაწილეობით მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა დაანონსა
გუდაურსა და კობს შორის, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics