10:23 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-09 10:11:43, 1084 ნახვა

საზოგადოება
ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების განვითარების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების მონიტორინგის მიმდინარე წლის 6 თვის შედეგები და სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს.  

შეხვედრა გახსნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა ირმა ხაბაზმა.  

შეხვედრაზე განიხილეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული მომსახურების ხარისხის და ადამიანის უფლებების მონიტორინგის შედეგები, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მოსარგებლეთა შეფასების წინასწარი მონაცემები,  ბავშვთა და მოზარდთა სერვისების  და ასევე 2020-2025 წლის ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიული გეგმის ძირითადი პრიორიტეტები.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფსიქიატრიის დარგის სპეციალისტები და ჯანდაცვის ქართველი და უცხოელი ექსპერტები. 

პროექტი განხორციელდა ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო“ ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics