2019-08-08 17:27:41, 1582 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან 1.5, ევროსთან კი, 2 თეთრით გაუფასურდა
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.9488 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9338 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0150 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.3038 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2806 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0232 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,