10:24 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-08 17:10:46, 950 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გახარია აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებზე: ქედს ვიხრით მათ წინაშე, მათი შვილები ჩვენი შვილებიც არიან

შინაგან საქმეთა მინისტრი აგვისტოს ომში დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს და თანამებრძოლებს შეხვდა. აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, გიორგი გახარიამ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამინისტროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებსა და თავის მოადგილეებთან ერთად, სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

,,დღეს ძალზე მძიმე დღეა. ყველაზე მცირე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, პატივი მივაგოთ და ქედი მოვიხაროთ თითოეული გმირის წინაშე, რომელმაც სიცოცხლე შესწირა 2008 წელს, ომში, ქვეყნის ერთიანობას, თუმცა, ამასთან ერთად, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი უპირველესი ვალია, ვიზრუნოთ მათ ოჯახებსა და პირველ რიგში, მათ შვილებზე. ყოველწლიურად ვცდილობთ, ყურადღება მივაქციოთ მათ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს... მათთან ერთად, ქედს ვიხრით და ვგლოვობთ. მათი შვილები ჩვენი შვილებიც არიან “, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა. სამინისტრომ 19-ვე დაღუპული თანამშრომლის ოჯახს, ტრადიციულად, მატერიალური დახმარება გაუწია. ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა გმირობის ისტორიები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics