19:58 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-08 17:02:20, 1137 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: ამ საქმეში ვატო წერეთელის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება

„TV პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთელის ადვოკატი კახა წერეთელი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება.

რაც შეეხება გამოკითხვის დეტალებს, ადვოკატმა აღნიშნა, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრეს, რადგან გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან და მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გაუთქმელობის ხელწერილს მოაწერეს ხელი.

 „დეტალებზე საუბრისგან შეზღუდულები ვართ, ერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ შეკითხვები შეეხებოდა 10-11 წლის წინ განხორციელებული კონკრეტული ტრანზაქციის დეტალებს. ხელი გვაქვს მოწერილი, რომ გამოკითხვის დეტალების გახმაურებისგან თავს შევიკავებთ. დღეს, გამოკითხვის დასრულებისთანავე მოვაწერეთ ხელი, ეს არის გამოძიების უფლება, გაგვაფრთხილეს, ამიტომ, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში ვახტანგ წერეთელის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება“, - განაცხადა კახა წერეთელმა.

ცნობისთვის, ვახტანგ წერეთელი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა. პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics