|
2019-08-08 15:50:33, 1223 ნახვა
კომენტარი
გრიგოლია: ხელისუფლებას სურს, სანამ ქვეყანა საარჩევნო პროცესში შევა, „TV პირველიც“ გააჩეროს
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დარწმუნებულია, რომ „TV პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთელის გამოკითხვაზე დაბარება ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილს ემსახურება. როგორც მან აღნიშნა, არსებობს „TV პირველზე“ ზეწოლის ფაქტები, რომელზეც მოგვიანებით თავად წერეთელი ისაუბრებს. „საკითხი უნდა გავყოთ ორად: პირველი - მე არ ვილაპარაკებ იმ კონკრეტულ საქმეზე, რის გამოც დაბარებულია დღეს ვახტანგ წერეთელი და მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი უკვე წარედგინათ. მე შემიძლია, უბრალოდ, გავაკეთო კომენტარი რატომ ვარ აქ. 1%-ით რომ არ მჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ტელეკომპანია პირველს, რა თქმა უნდა, მე აქ არ ვიქნებოდი. სხვისი, რაც არ უნდა პატივს ვცემდე, ბიზნესინტერესების დასაცავად, მე აქ არ ვიქნებოდი. 100-დან 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ეს უკავშირდება ტელეკომპანია პირველს და რატომ - ადამიანებს ბრალი ისე წარუდგინეს და ისე შეუფარდეს გირაო, რომ კომპანიების ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც, წესით საქმის მონაწილე უნდა ყოფილიყო, არ გამოუკითხავთ. ეს ხომ არის უცნაური მოვლენა. თანაც, ჩვენ ვსაუბრობთ 11 წლის წინანდელ ამბავზე, რომელსაც არც დაზარალებული ჰყავს, არც მომჩივანი - ესეც ხომ უცნაური მოვლენაა. გარდა ამისა, ქვეყანაში, სადაც ამდენი გამოუძიებელი საქმეა - ხორავას ქუჩის, მაჩალიკაშვილის, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების, უცებ გამოძიება ინტერესდება 11 წლის წინანდელი საქმით, რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს, არც დაზარალებული. ეს იმიტომ ხდება ახლა, რომ მას მერე, რაც ხელისუფლებამ ჯიბეში ჩაიდო რუსთავი 2, იფიქრეს, ბარემ TV პირველიც მივაყოლოთო. ახალი ამბავი არაა, რომ TV პირველზე იყო კულუარული მცდელობები და შეტევები, რომელზეც მე არ ვისაუბრებ, ამაზე უნდა ისაუბროს არხის დამფუძნებელმა, როდესაც ის ამას საჭიროდ ჩათვლის. მათ სურთ, რომ სანამ ქვეყანა საარჩევნო პროცესში შევა, რუსთავი 2-თან ერთად TV პირველიც გააჩერონ. მინდა გითხრათ, რომ ვერ გააჩერებთ, ეს არის ტელეკომპანია რომელიც ჩვენი საკუთარი ხელებით შევქმენით. დარწმუნებული ვარ, ეს ტელევიზია რომ არ ყოფილიყო, ვატო წერეთელი დღეს აქ არ იქნებოდა“, -განაცხადა ინგა გრიგოლიამ. შეგახსენებთ, პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). სწორედ აღნიშნულ საქმეზე გამოკითხავენ დღეს ვახტანგ წერეთელს.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)