|
2019-08-08 11:37:21, 1101 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: დღეს ყველამ უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს
დღეს ყველამ, ქართველებმა, ამერიკელებმა და სხვებმა უნდა ვიმუშავოთ, რომ საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, ჯორჯ კენტმა განაცხადა. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. კენტის შეფასებით, რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა ჯერ საქართველოში, ხოლო შემდეგ ყირიმსა და უკრაინაში, დაამსხვრია ილუზია, რომ 21-ე საუკუნეში გეოპოლიტიკური მოქმედება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ნორმების მიხედვით წარიმართებოდა. „რუსეთის 2008 წლის შეჭრამ საქართველოში დაანგრია ილუზიები, რომ 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკური მოქმედება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ნორმების, ევროპის, ეუთოს თუ ჰელსინკის აქტის პრინციპების მიხედვით წარიმართებოდა. ქვეყანა მისი მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა, ყველანაირი წინაპირობის გარეშე, დაიკავა და აგრძელებს მისი ტერიტორიის ოკუპაციას.
ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამოაცხადა და ევროპის მონაწილეობით მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა დაანონსა
გუდაურსა და კობს შორის, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა
Axios: ვენსი ირანთან ორი კვირაა მოლაპარაკებებს აწარმოებს
ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)