04:57 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-07 18:20:55, 1090 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ოზურგეთის პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა.

მინისტრის მოადგილემ სამედიცინო საზოგადოებას ჯანდაცვის პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სოფლის ექიმის პროგრამაში მიმდინარე სიახლეები გააცნო.

მანვე ყურადღება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის მართვის გაუმჯობესებაზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის სრულად ამოქმედების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის განვითარება მნიშვნელოვანია და სამინისტრო როგორც ინფრასტრუქტურის, ისე მოცვის გაუმჯობესებისთვის, ინტენსიურად მუშაობს. მისივე თქმით, სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები პირველად ჯანდაცვაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისთვის.

მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ შეხვედრაზე ჰეპატიტის, შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგის ინტეგრირებულ პროგრამაზეც ისაუბრა და ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რეგიონის სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრები პერმანენტული ხასიათისაა და ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე სიახლეების გაცნობას ემსახურება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics