2019-08-07 17:21:38, 1752 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მცირედით გაუფასურდა, ევროსთან კი, გამყარდა
ლარის კურსი დოლართან მიმართებით მცირედით ისევ გაუფასურდა, ევროსთან კი, გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.9338 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9321 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.2806 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2840 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,