|
2015-07-08 15:55:38, 576 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროს სასწავლო ცენტრში თანამშრომელთა მასშტაბური გადამზადების ტრენინგების ციკლი გახსნა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში დაწყებული ინსტიტუციური რეფორმის ფარგლებში უწყების სასწავლო ცენტრში კასკადური ტრენინგები დაიწყო, რომლის მიზანსაც სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების სწავლება წარმოადგენს. უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე პენიტენციური დაწესებულებების 850 თანამშრომლის გადამზადებაა დაგეგმილი. ტრენინგს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის თანამშრომლები წარუძღვებიან, რომლებიც თავად მუშაობდნენ აღნიშნული კანონპროექტისა და ცვლილებების შემუშავებაზე. „სისტემის თითოეულ თანამშრომელს დიდი ძალისხმევისა და შრომის გაწევა მოუწევს იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს უმთავრეს მიზანს, რომელიც საბჭოურ მოდელზე აგებული სისტემის დასავლურ სტანდარტებზე ორიენტირებულ უწყებად გარდაქმნას გულისხმობს. შესაბამისად, ცვლილებების წარმატებით იმპლემენტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თანამშრომელთა გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. მიმაჩნია, რომ მათ ზუსტი და დროული ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე, რათა ერთ გუნდად შეკრულებმა წარმატებით გავართვათ თავი დასახულ ამოცანებს“, - განაცხადა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა. ტრენინგ-სემინარების ციკლი შვედეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით შესრულებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქმედუნარიანობის გაძლიერება“ ფარგლებში ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)